|
სტუმრად ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზაში“
![]() 20 ივნისი 2013 წ.
![]() 20 ივნისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოსა და სახელოვნებო ღონისძიებების სასწავლო-შემეცნებითი სამსახურის ხელმძღვანელები ესტუმრნენ ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზას" და საჩუქრად გადასცეს სასახლის მოსწავლეების მიერ შეგროვილი სხვადასხვა სახის საბავშვო ლიტერატურა. საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯომარეა დავით კინწურაშვილი, ასევე ფონდის დამფუძნებლები არიან ნინელი ჭანკვეტაძე, მამუკა ლომაშვილი და სხვ. ფონდის მიზნებია: ობოლ, მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის უფასო სწავლება და ხელშეწყობა (დახმარება სასწავლო და საყოფაცხოვრებო ნივთებით); სხვადასხვა სახის დახმარება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისა და ბავშვთა სახლების, სოციალურად დაუცველი ოჯახების, მოხუცების და ბავშვების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და სხვ. საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე გააგრძელებს ფონდთან თანამშრომლობას და ამგვარი საქველმოქმედო აქტივობების ჩატარებას. |












