წიგნის “ქართული ჭადრაკის რომანტიკოსი” პრეზენტაცია
03 ივლისი 2013 წ.


3 ივლისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  საჭადრაკო კლუბ ნტნ-ში, გაიმართა  გამოჩენილი ქართველი მწვრთნელის ალექსანდრე ბოკუჩავასადმი  მიძღვნილი წიგნის "ქართული ჭადრაკის რომანტიკოსი" პრეზენტაცია.


წიგნში ასახულია საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სპორტის ოსტატის ალექსანდრე ბოკუჩავას ცხოვრება და შემოქმედება.


აღნიშნული წიგნი საინტერესო იქნება როგორც პროფესიული მოჭადრაკეებისთვის, ასევე ჭადრაკის მოყვარულთათვის. წიგნის ავტორები არიან: საერთაშორისო დიდოსტატები დავით გურგენიძე, ლაშა ჯანჯღავა და ალექსანდე ბოკუჩავას მეუღლე, ქალბატონი მაია ბოკუჩავა.

 

წიგნის ავტორებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, პრეზენტაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, პირველი მოადგილე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, საჭადრაკო კლუბ ნტნ-ის დირექტორი ნანა ალექსანდრია, საერთაშორისო დიდოსტატი თამაზ გიორგაძე, ბატონი ალექსანდრეს უახლოესი მეგობრები, ნათესავები და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ბოკუჩავას აღზრდილებმა  ქართულ ჭადრაკს ბევრი სასახელო გამარჯვება მოუტანეს.