|
ახალგაზრდა კინომოყვარულების საერთაშორისო, საზაფხულო ბანაკი
![]() 22 ივლისი 2013 წ.
![]() საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კინოსტუდია „პიონერფილმის" და თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით ქალაქ თერჯოლაში 3-14 აგვისტოს ახალგაზრდა კინომოყვარულთა ბანაკი „სინემა" დაიდებს ბინას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თეორიული და პრაქტიკული მუშაობა, ჩატარდება ლექციები კინოს ისტორიაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და განვითარებაზე, კინოპროდიუსინგზე. ბანაკის სპეციალური სტუმრები იქნებიან კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები. ბავშვები ერთობლივად გადაიღებენ რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ გაიგზავნება კინოფესტივალებზე მსოფლიოს მასშტაბით. ბანაკი საერთაშორისოა, მასში გარდა თბილისელი და თერჯოლელი კინომოყვარულებისა მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მრავალი ფესტივალის ლაურეატი, უკრაინის საბავშვო კინოსტუდია „ვესნიანკას" დელეგაციაც. პროექტი ხორციელდება თერჯოლის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
|









