|
მოსწავლეთა რეგისტრაცია სასახლეში
09 სექტემბერი 2013 წ.
![]()
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 2013 წლის 16 სექტემბრიდან იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას, ხოლო სასწავლო პროცესი განახლდება 2013 წლის 1 ოქტომბერს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (შემდგომში - სასახლე) მისთვის დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და მინიჭებული დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, სახელმწიფო მოსწავლე ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, ახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესს, მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის მათი ინტელექტუალურ, პატრიოტულ, გონებრივ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციური განვითარებაზე ზრუნვის, ასევე მათ შემოქმედებითი, სულიერი და სპორტული პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით. სასახლე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ სოციალურ ადმინისტრაციულ ორგანოს, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა მიზნად დასახული ამოცანების განხორციელებას - საგანმანთლებლო გარემოს, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის, პედაგოგების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწაყვეტილება, სასახლეში სასწავლო პროცესში შემოღებულ იქნას მშობლის მხრიდან თანადაფინანსების პრაქტიკის დანერგვა, რაც შემდგომში გააუმჯობესებს და ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფს ზემოთ მითითებული პრობლემების მოგვარებას. ვითვალისწინებთ რა დღევანდელ სოციალურ მდგომარეობას, მშობლის მხრიდან თანადაფინანსებით გაღებული თანხა იქნება სიმბოლური. გაცნობებთ, რომ სასახლის მხოლოდ სახელოვნებო და სპორტული დისციპლინები იქნება ფასიანი, ყველა სხვა დისციპლინის სწავლება არის უფასო. ასევე გათვალისიწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების, ავღანეთის, აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების შედეგად დაღუპულთა ოჯახის შვილების ინტერესები და მათთვის როგორც რეგისტრაცია, ასევე სწავლება არის სრულიად უფასო.
მოსწავლის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი. მოსწავლის სარეგისტრაციო ბარათის.
რეგისტრაციის ცხელი ხაზი: (+995 32) 298 40 44; (+995 91) 01 49 54.
სამუშაო საათები 11-18 სთ.
(დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბრძანება №25, 26).
|





ბრძანება №25

