ხსოვნის საღამო- „გახსოვდეს აფხაზეთი“
25 სექტემბერი 2013 წ.

 

 

25 სექტემბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  თეატრალურ დარბაზში, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო - "გახსოვდეს აფხაზეთი" გაიმართა.

 

საღამოზე ნაჩვენები იყო კინოფილმები აფხაზეთზე. სასახლის სტუდია „პიონერფილმის" ხელმძღვანელის ბატონ გრიგოლ ჩიგოგიძის, როგორც მოხალისე ჟურნალისტის მიერ 1992 წელს ოჩამჩირეში გადაღებული ფილმი და ასევე ფრაგმენტები „პიონერფილმის" აღზრდილის, რეჟისორ, ლევან ახობაძის ფილმიდან „როგორ დაეცა სოხუმი" და სხვ.

 

ეროვნული სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლ ,,ბასიანმა" (ხელმძღვანელი ირაკლი ცერცვაძე) შეასრულა აფხაზური ცეკვა, მოგონებებით გამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. გამოიფინა უცხოელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ამჟამინდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტო მასალები.


საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით გაიმართა.