ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქველმოქმედო აქცია სასახლეში
11 ოქტომბერი 2013 წ.

 

 

11 ოქტომბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სასახლეს უსასყიდლოდ გადასცეს სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯი, სარემონტო მასალა, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შენობის შეკეთებასა და განახლებას.

 

„მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდაში, ჩვენ გადავწყვიტეთ გადავცეთ სხვადასხვა სახის სარემონტო მასალა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი, მართალია ეს მცირედია რითაც დღეისათვის შეიძლება მათი დახმარება, მაგრამ იმედია სხვა ორგანიზაციებიც მოგვბაძავენ და ჩაერთვებიან ეროვნული სასახლის აღორძინებაში" განაცხადა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ქეთევან კიკნაძემ.

 

სასახლის დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან ფეიქრიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა სააგენტოს ხელმძღვანელობას გაწეული ქველმოქმედებისთვის და აღნიშნა, რომ მიმდინარე აქცია მაგალითი გახდება სხვა დაწესებულებების, ინსტანციებისა თუ ცალკეული ბიზნესმენებისათვის.  ყოველივე ეს კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასახლის აღსაზრდელებისა და პედაგოგ-მასწავლებელთათვის კომფორტული გარემოს შექმნას.