სასახლემ მთამსვლელობის 90 წლის იუბილეს უმასპინძლა
23 ოქტომბერი 2013 წ.

22 ოქტომბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა ქართული ალპინიზმის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი დასკვნითი საიუბილეო საღამო. საღამო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მთამსვლელთა ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. 

ღონისიძებაზე საზეიმოდ  დააჯილდოვდნენ მოქმედი და ვეტერანი მთამსვლელები, მათ შორის რამდენიმე ვეტერან სპორტსმენს - აფი გიგანს, რომან გიუტაშვილს, ბიძინა გუჯაბიძეს, ლევ სარქისოვსა და ბენო ქაშაკაშვილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლევან ყიფიანმა სპორტის რაინდისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდებები გადასცა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, რამდენიმე ვეტერანი მთამსვლელი წარდგენილია ღირსების ორდენზეც.

მთამსვლელობის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავ დასკვნით საზეიმო ღონისძიებას  ვეტერანი მთამსვლელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.  

საღამოზე, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტს - ელგუჯა ბერიშვილსმიყავდა,  ნაჩვენები  იყო დოკუმენტური ფილმი ალპინიზმის ისტორიის შესახებ, სტუმრებმა ასევე მოისმინეს მოხსენება მთამსვლელობის 90 წლიანი  სპორტული ისტორიის თაობაზე.