|
გაეროს საერთაშორისო კვირეულის დახურვისადმი მიძღვნილი კონფერენცია სასახლეში
![]() 25 ოქტომბერი 2013 წ.
![]() 24 ოქტომბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ერთობლივი ახალგაზრდული კონფერენცია თემაზე: „ქაიროს კონფერენციის სამოქმედო პროგრამა და ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში." კონფერენცია მიეძღვნა გაეროს საერთაშორისო კვირეულის დახურვას. კონფერენციაზე განხილულ იქნა შესაბამისი დეკლარაცია. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ქალბატონმა თამარ ხომასურიძემ და მონაწილე ბავშვებს გაეროს სერთიფიკატები საჩუქრებთან ერთად გადასცა.
|












