|
საბავშვო ბიბლიოთეკების დაგეგმარება
![]() 06 ნოემბერი 2013 წ.
![]() 5 ნომებერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩაატარეს ერთობლივი, ქართულ-შვედური სემინარი თემაზე „საბავშვო ბიბლიოთეკების დაგეგმარება". სემინარი ორი დღე გრძელდებოდა 11-დან 17 სთ-მდე. 6 ნოემბერს ჩატარდა ვორკ-შოფი საბავშვო ბიბლიოთეკარების, საბავშვო მწერლებისა და არქიტექტორებისათვის.
სემინარზე მოხსენებებით წარსდგნენ: ქეთევან ფეიქრიშვილი - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი; კატარინა გრუნდსელი - შვედი არქიტექტორი და სტოკჰოლმში არსებული კომპანია Marge Arkitekter-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ლენა თანბერი და ანამარია ვილნერ-ვილენი - ბიბლიოთეკის „ათიდან ცამეტამდე" თანამშრომლები. ირაკლი ღარიბაშვილი - სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი; ხაშურის, ბათუმის და ქუთაისის საბავშვო ბიბლიოთეკების ერთობლივი მოხსენება ბიბლიოთეკების მუშაობის შესახებ;
მოხსენებების თემები:
ბიბლიოთეკა და ბავშვები (ხაშურის, ქუთაისის და ბათუმის საბავშვო ბიბლიოთეკების თანამშრომლები).
|













