საბავშვო ბიბლიოთეკების დაგეგმარება
06 ნოემბერი 2013 წ.


5 ნომებერს  საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩაატარეს ერთობლივი, ქართულ-შვედური სემინარი თემაზე „საბავშვო ბიბლიოთეკების დაგეგმარება". სემინარი ორი დღე გრძელდებოდა 11-დან 17 სთ-მდე. 6 ნოემბერს ჩატარდა ვორკ-შოფი საბავშვო ბიბლიოთეკარების, საბავშვო მწერლებისა და არქიტექტორებისათვის.

              

სემინარზე მოხსენებებით წარსდგნენ:

ქეთევან ფეიქრიშვილი - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი;

კატარინა გრუნდსელი - შვედი არქიტექტორი და სტოკჰოლმში არსებული კომპანია Marge Arkitekter-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ლენა თანბერი და ანამარია ვილნერ-ვილენი - ბიბლიოთეკის „ათიდან ცამეტამდე" თანამშრომლები.

ირაკლი ღარიბაშვილი - სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი;

ხაშურის, ბათუმის და ქუთაისის საბავშვო ბიბლიოთეკების ერთობლივი მოხსენება ბიბლიოთეკების მუშაობის შესახებ;

              

მოხსენებების თემები:

 

  • სივრცის წარმოჩენის მნიშვნელობა კითხვის სურვილის გაღვივების საკითხში. რამდენიმე საბიბლიოთეკო პროექტის დემონსტრირება - იდეიდან შედეგამდე (კატარინა გრუნდსელი).


  • შემოქმედებითი პროცესის ინტეგრაცია ბიბლიოთეკაში, კითხვისა და თხრობისადმი ბავშვის ინტერესის გაღვივება (ლენა თანბერი და ანამარია ვილნერ-ვილენი).

  • სიახლეეები საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში ( ირაკლი ღარიბაშვილი)

 

ბიბლიოთეკა და ბავშვები (ხაშურის, ქუთაისის და ბათუმის საბავშვო ბიბლიოთეკების თანამშრომლები).