|
თბილისი - ყველაზე ტოლერანტული ქალაქი
![]() 29 ნოემბერი 2013 წ.
![]()
27 ნოემბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის მიერ, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის მრავალეთნიკური მცხოვრებლების წარმომადგენლები. მსგავსი ღონისძიება სასახლეში ტრადიციულად იმართება, რადგან სასახლე და ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობების კაბინეტი ხელს უწყობს მრავალეთნიკურ ხალხთა შორის მეგობრობასა და ურთიერთთანამშრომლობას.
|












