ოცდაექვსსაუკუნოვანი ებრაულ-ქართული მეგობრული ურთიერთობების დღეები
03 დეკემბერი 2013 წ.

 

 

2 დეკემბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, თეატრალურ დარბაზში, ოცდაექვსსაუკუნოვანი ებრაულ-ქართული მეგობრული ურთიერთობების დღეების ფარგლებში, სასახლე და ანსამბლი ,,მზიური" მასპინძლობდა ,,კლაიმენ ბენდს" იერუსალიმიდან, რომელიც ქართველ ბავშვებთან ერთად მონაწილეობდა ებრაული დღესასწაულის ,,ხანუკას" ზეიმში.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მისი აღმატებულება  ბატონი იუვალ ფუქსი მეუღლით, ისრაელის საპატიო კონსული, რაბი მერ კოზლოვსკი, ებრაელთა სათვისტომოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.