გრიგოლ ჩიგოგიძის შემოქმედებითი საღამო სასახლეში
17 ოქტომბერი 2012 წ.

17 ოქტომბერს, 17 საათზე, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში სტუდია ,,პიონერფილმის“ ხელმძღვანელის ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძის შემოქმედებითი საღამო ,,60 წელი სასახლეში“ ჩატარდა. ღონისძიებაში სულ ახალი თაობის 80-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. საღამოზე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა თაობის პიონერფილმელები, სასახლეში აღზრდილი კინორეჟისორები, თეატრმცოდნეები, მსახიობები, ჟურნალისტები. მათ სტუდია პიონერფილმის ხელმძღვანელს საუკეთესო სურვილები უსურვეს და სასახლეში გატარებული წლები ერთად გაიხსენეს.

 

მსგავსი ღონისძიება სასახლეში 10 წლის წინ 2002 წელს ჩატარდა, მაშინაც, იმდროინდელმა პიონერფილმელებმა ბატონ გრიგოლ ჩიგოგიძეს "მადლობა გადაუხადეს ბედნიერი ბავშვობისათვის".