ტურიზმის საერთაშორისო დღე ამერიკულ კუთხეში
25 სექტემბერი 2013 წ.

25 სექტემბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხის უფროს კლასელებმა, ამერიკელ მასწავლებლებთან ერთად ტურიზმის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 


დამსწრე საზოგადოებამ პრეზენტატორებთან ერთად ვირტუალურად იმოგზაურა ამერიკის სხვადასხვა შტატებში: ახალ მექსიკაში, ვაშინგტონში, მისურში, ორეგონში, კონექტიკუტსა და ნიუ იორკში. ღონისძიება საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა აუდიტორიისათვის.