|
მადლიერების დღე სასახლის ამერიკულ კუთხეში
![]() 28 ოქტომბერი 2013 წ.
![]() 28 ოქტომბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხის უფროსკლასელებმა მადლიერების დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღესასწაულის წარმოშობის ისტორიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მისი აღნიშვნის ტრადიციებზე. ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვიქტორინაში. |











