|
Kindle-ის პრეზენტაცია სასახლის ამერიკულ კუთხეში
![]() 20 ნოემბერი 2013 წ.
![]() 20 ნოემბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხის უფროსკლასელებს, ამერიკის საელჩოს პრაქტიკანტმა მარიამ ხატიაშვილმა ჩაუტარა პრეზენტაცია Kindle-ის შესახებ.
პრეზენტაცია მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მოსწავლეები გაეცნენ Kindle-ის შესაძლებლობებს, უპირატესობებს და ასევე საშუალება მიეცათ ჩაეტვირთათ თავიანთი საყვარელი ამერიკელი მწერლების ნაწარმოებები ამერიკული კუთხის Kindle-ებში.
|












