|
საერთაშორისო განათლების კვირეული სასახლის ამერიკულ კუთხეში
![]() 21 ნოემბერი 2013 წ.
![]() 21 ნოემბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულმა კუთხემ ამერიკულ საბჭოებთან ერთად საერთაშორისო განათლების კვირეული აღნიშნა. ამერიკელმა, ესპანელმა, ირანელმა, ესტონელმა, პოლონელმა, რუსმა და ლატვიელმა სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თავიანთი ქვეყნები. თბილისის სასახლის ამერიკული კუთხის უფროსკლასელემბა წარადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეები და მათი ტრადიციები. პრეზენტაციას ასევე თან ახლდა ხალხური სიმღერების ცოცხალი შესრულება და ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
|













