|
ახალგაზრდული კონფერენცია: „ქაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის შედეგები და პრიორიტეტები საქართველოში“
![]() 23 ოქტომბერი 2012 წ.
![]() საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტმა და გაეროს მოსახლეობის ფონდმა საქართველოში (UNFPA) 2012 წლის 22 ოქტომბერს გამართა ახალგაზრდულ კონფერენცია “ქაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის შედეგები და პრიორიტეტები საქართველოში”.
კონფერენციის ფარგლებში, სასახლის აღსაზრდელების მიერ მომზადებული თემები შეეხო ქაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერეცნიის (ICPD) შედეგებს, რომელიც პასუხობს ათასწლეულის განვითარების პროგორამის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: გენდერული თანასწორობა, ოჯახის დაგეგმვა, რეპროდუქციული ჯანრმთელობა და უფლებები და მათი საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალთა გაძლიერება და ახალგაზრდების ჯანმრთელობა და განვითარება.
აღნიშულიდან გამომდინარე, კონფერენციის მიზანია საქართველოში გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერების, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის განვითარებისა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელი გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის განსაკუთრებულია, რადგან მსოფლიო სხვა ქვეყნებთან ერთად, მზადდება ეროვნული ანგარიში ქაიროს კონფერენციის სამომავლო გეგმების შესახებ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხედვის გათვალისწინება, რომელიც აღნიშნულ ანგარიშში აისახება.
კონფერენციას ესწრებოდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის პედაგოგები, ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ ხომასურიძე და მის სტუდენტური სახე 2012 - ანანო მიქაძე.
ახალგაზრდული კონფერენცია ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში. |












