|
ქალი- მშვიდობის დესპანი
![]() 07 მარტი 2014 წ.
![]() 6 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ინიციატივით, გაიმართა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ქალი-მშვიდობის დესპანი".
ღონისძიებას დაესწრო საქართველოში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი მართა ლუბეკი; სასახლემ უმასპინძლა საქართველოში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და ასევე ქართველი დიპლომატების მეუღლეებს.
ღონისძიების სტუმრებს სასახლის აღსაზრდელებმა გააცნეს ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობის კაბინეტის საქმიანობა, განხორციელებული პროექტები. სასახლის მოკლე ისტორია. ღონისძიებაზე სასახლის ანსამბლები სტუმრების წინაშე სხვადასხვა საკონცერტო ნომრებით წარსდგნენ. შესრულდა, როგორც ქორეოგრაფიული, ასევე ვოკალური და ინსტრუმენტული კომპოზიციები. გარდა ამისა, ესტონურ და ქართულ ენებზე იმღერა საქართველოში ესტონეთის ელჩის შვილმა, ტობიას ტურკიმ.
|












