|
საქველმოქმედო აქცია სასახლეში
![]() 13 მარტი 2014 წ.
![]() 13 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პედაგოგებს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებმა ჩაუტარეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები. გასინჯვებში მონაწილეობას იღებდნენ კარდიოლოგი, ალერგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, თერაპევტი და ნევროლოგი. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებს ექიმებმა გაუწიეს რეკომენდაციები.
აქციაში 300-მდე თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას საჭიროებდა, საპატრიარქოს კლინიკა მოემსახურება და კონსულტაციებს ადგილზე გაუწევს.
ღონისძიება ჩატარდა სასახლის დირექტორის ქეთევან ფეიქრიშვილის ინიციატივითა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მხადაჭერით. სასახლეში მსგავსი აქციების ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება.
|












