პარტნიორთა შეხვედრა: კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განვითარება
17 მარტი 2014 წ.

14 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა პარტნიორთა შეხვედრა: კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განვითარება.


ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების, აგრეთვე საერთაშორისო დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე სამინისტრომ და მისმა დაქვემდებარებულმა უწყებებმა წარმოადგინეს 2014 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების პრეზენტაციები. ასევე განხილულ იქნა პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ეფექტიანი საკომუნიკაციო მექანიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.