სასახლის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეთა წარმატებები
18 მარტი 2014 წ.


3-10 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჭადრაკის  სასახლეში გამართულ 8 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა  შორის  თბილისის ჩემპიონატში, სადაც დიდი  წარმატებით  ითამაშეს და 12  შესაძლებლობიდან 9 მედალი  მოიპოვეს.

 

8  წლის  ასაკში  ჩემპიონები  გახდნენ:

მარიამ  გაბელაია  და  ლუკა  ფირცხალავა  (მწვრთნელი  დ.  გურგენიძე).

 

12  წლის  ასაკში - ანასტასია  სიდამონიძე  (მწვრთნელი  მ.  წერეთელი).

 

8  წლის  ასაკში  ვერცხლის  მედლები  მოიპოვეს  მართა  ქათამაძემ  (მ.  წერეთელი)  და  იოანე  ფაღავამ (გ.  მაჭარაშვილი),  12  წლის  ასაკში  -  თათა  პაპაშვილმა (მ.  წერეთელი).

 

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: 8 წლის ასაკში - 6 წლის სანდრო ყორღანაშვილი, 12 წლიანებში - 11 წლის ლაზარე ლომსაძე და მარიამ მექვევრიშვილი (მწვრთნელი დ. გურგენიძე).

 

სასახლე ულოცავს ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებს გამარჯვებას და მომავალშიც უსურვებს წარმატებებს დიდ სპორტში.