მთარგმნელთა 47 საქალაქო კონკურსში გამარჯევბული მოსწავლეების დაჯილდოება
24 მარტი 2014 წ.


24 მარტს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მთარგმნელთა რიგით 47-ე  საქალაქო კონკურსი გიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის საჯარო სკოლების  მოსწავლეებმა. კონკურსში გამარჯვებული ათი მოსწავლე  დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომებით, სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

„ასეთი სახის კონკურსები სასახლეში ყოველწლიურად  ტარდება, რადგან იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა სტიმულირებასა და  მათი კრეატიული აზროვნების განვითარებას.  ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას თითოეულ მათგანს და ვუსურვებ დიდ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში", - აღნიშნა დასასრულს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, ქ-მა ქეთევან ფეიქრიშვილმა.