“რა არის ნატო და ევროკავშირი?”
25 მარტი 2014 წ.


24 მარტს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ინიციატივით მოეწყო  შეხვედრა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  წარმომადგენლებთან. (ხელმძღვანელი ელენე გოცაძე)

 

ცენტრის წარმომადგენლებმა საინტერესოდ ისაუბრეს რა არის ნატო და ევროკავშირი. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროკავშირის მისიების ფუნდამენტალურ მიზნებზე. წევრ სახელმწიფოთა ვალდებულებებზე, უსაფრთხოებაზე, კრიზისების დარეგულირებასა და პარტნიორობაზე.

 

სასახლის მოსწავლეებს უჩვენეს ფილმი, რომელიც ასახავდა  ნატოსა და ევროკავშირის მისიების აქტიურობების კადრებს, სხვადასხვა ქვეყნებში და კერძოდ საქართველოში საკოორდინაციო ცენტრის ქმედით ღონისძიებებს განხორციელებულს ომისა და სტიქიური უბედურების დროს ასევე განიხილეს ჰუმანიტარული  დახმარების შემთხვევები. 

 

მოსწავლეებმა უპასუხეს მრავალ კითხვას. დასასრულს ცენტრის წარმომადგენელმა განუმარტეს ევროკავშირის პროგრამებში მათი უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობები.