|
რბილი თვითნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსი
![]() 30 მარტი 2014 წ.
![]() 30 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახლგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში შემეცნებით თამაშობათა სტუდიამ გამართა რბილი თვითნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსი, სადაც წარმოდგენილი იქნა ქართული ეროვნული თოჯინების ნიმუშები. ასევე გამოყენებული იყო ნებისმიერი მასალისგან დამზადებული სათამაშოები, ზღაპრების თემაზე შექმნილი კომპოზიციები და თოჯინები.
საქალაქო კონკურსში მონაწილეობა მიიღო თბილისის სხვადასხვა რაიონის 54-მა საჯარო სკოლამ. სულ ათასამდე ნამუშევარი იყო საკონკურსოდ წარმოდგენილი, რომელიც სხვა წლებთან შედარებით გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებითა და შესრულების საკმაოდ მაღალი ხარისხით.
კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაჯამა კონკურსის შედეგები და გამოავლინდა I, II და III ადგილის მფლობელები. დაჯილდოვდნენ ასევე კონკურსის აქტიური მონაწილეებიც.
სასახლის შემეცნებით თამაშობათა სტუდიაში კონკურსი ყოველწლურად ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი ფანტაზიის სტიმულირება, შრომითი ჩვევების დანერგვა, მხატვრული და ესთეტიკური გემოვნების განვითარება.
|












