40 წელი კინემატოგრაფიაში
01 აპრილი 2014 წ.


1 აპრილს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური სახელოსნოს მხატვრული კითხვის წრის ინიციატივითა და მხარდაჭერით კინოს სახლში გაიმართა ელგუჯა ბურდულის შემოქმედებით საღამო.

 

სასახლეში აღზრდილ მსახიობს დაბადების დღე და კინოში მოღვაწეობის 40 წლის იუბილე კოლეგებმა, მომღერლებმა, მწერლებმა, ქორეოგრაფებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიულოცეს.

 

73 წლის კინომსახიობს ახლახანს მწერალთა კავშირმა "ხელოვნების რაინდის" ტიტული მიანიჭა.

 

ელგუჯა ბურდულისთვის გამორჩეულია ფილმები "ბეღურების გადაფრენა",  "სვანი", "უებრო სიყვარული", "ფოსტალიონი", "ანთიმოზ ივერიელი","27 დაკარგული კოცნა", "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", "მოკვეთილი"და "უძინართა მზე", რომლებმაც მას წარმატება და აღიარება მოუტანა.

 

ამჟამად კინომსახიობს ოთხ ფილმში იღებენ, მათ შორის ორი უცხოური ფილმია.