Street Art ფესტივალის მონაწილეთა დაჯილდოება
04 აპრილი 2014 წ.


29 მარტს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში Street Art ფესტივალის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.


კონკურსის მონაწილეების მიერ შესრულებული საუკეთესო ნამუშევრებიდან გამოვლინდა  სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის მოსწავლეები ანრი საკანდელიძე, ბექა ბერაძე და  კოტე დათაშვილი (პედაგოგი ირაკლი რევაზიშვილი) რჩეული ნამუშევრები.


კონკურსში მონაწილეობის სერთიფიკატები და გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებმა საჩუქრად მიიღეს სასწავლო ვაუჩერები, რომლებსაც ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში გამოიყენებენ.


ვულოცავთ სასახლის მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვებას.