მახვილგონიერთა და მხიარულთა ასპარეზობის II ნახევარფინალი
14 აპრილი 2014 წ.


11 აპრილს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში შემეცნებით თამაშებათა სტუდიამ ჩაატარა "მახვილგონიერთა და მხიარულთა" ასპარეზობის II ნახევარფინალი.

 

ერთმანეთს შეხვდნენ ჩუღურეთის რაიონის 29-ე და მთაწმინდის რაიონის 49-ე საშუალო სკოლების გუნდები, რომლებმაც თავის დროზე რაიონულ ტურებში მოიპოვეს გამარჯვება.

 

ასპარეზობის შედეგები შეაჯამა ჟიურიმ, სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის გოგი თოდაძის თავმჯდომარეობით.

 

საინტერესო, სახალისო, მახვილგონივრული და დაძაბული შეჯიბრი დასრულდა 49-ე სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 28 : 26.

 

გამარჯვებული გუნდი  მონაწილეობას მიიღებს კონკურსის დასკვნით ნაწილში, რომელიც სასწავლო წლის ბოლოს გაიმართება.