|
ქართული ენის დღე
![]() 15 აპრილი 2014 წ.
![]() 14 აპრილს ქართული ენის დღეს - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში ჩატარდა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია "'ქართული ქართველთ რწმენაა'" - ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენის კაბინეტი. ეს იყო მოკლე ექსკურსი სიტყვით, ლექსითა და მუსიკით ქართული ენის სამყროში, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეები დაგვებრუნებინა მშობლიური ენის ფესვებთან, რათა კიდევ ერთხელ გაეთავისებინათ, ეგრძნოთ ის ტკივილიანი წარსული, რაც ჩვენმა ერმა, მამულმა და ენამ გამოიარა თავისი არსებობის მანძილზე. |












