|
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადაზე სასახლის ტექნიკური მოდელირებისა და დიზაინის კაბინეტის მოსწავლე დაჯილდოვდა
![]() 07 მაისი 2014 წ.
![]() 3-5 მაისს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მერვე საერთაშორისო ოლიმპიადაში 37 ქვეყნის 120-მა გამომგონებელმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რადიოლელექტრონიკის წრის აღსაზრდელი ლაშა ტავლალაშვილი, რომელმაც ოლიმპიადაზე II ადგილი დაიკავა და დაჯილდოვდა ვერცხლის მედლითა და სერტიფიკატით.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ოლიმპიადაში ყოველწლიურად მონაწილეობენ ტექნიკური მოდელირებისა და დიზაინის კაბინეტის რადიოელექტრონიკის, საინჟინრო გრაფიკისა და კომპიუტერული გრაფიკის წრის აღსაზრდელები, რომლებიც ამ ოლიმპიადებში I, II და III ადგილებსა და სერტიფიკატებს იმსახურებენ.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young Inventors Project Olympiad - IYIPO) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ოგანიზატორია „ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებები". ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს და რომელიც შერჩეულია სპეციალური ჟიურის მიერ.
ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ევროკავშირი.
|












