|
სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში
![]() 10 მაისი 2014 წ.
![]() 10 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა 68-ე სასწავლო-შემოქმედბითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეების (სახლები) და ცენტრების წრის VIII_XII კლასების მოსწავლეებმა. საუკეთესო ნაშრომთა (სხვადასხვა დარგში) ავტორები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სახის დიპლომებით. სულ კონფერენციაზე შემოვიდა 3805 ნაშრომი. პირველი ხარისხის ჯილდოზე წარადგინეს 437 მოსწავლე, მეორეზე - 1636, სიგელი გადაეცა 1556 თემის ავტორს. მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც დაჯილდოვდნენ, რომლებიც სისტემატურად მონაწილეობდნენ კონფერენციის მუშაობაში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას სასახლის კონფერენციაში. მიმდინარე წელს აკადემიის სიგელით დაჯილდოვდა 8 მოსწავლე. წელს პირველად გაიმართა სასახლის სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვეს 10 მოსწავლე; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სიგელით _ 7 მოსწავლე. აღსანიშნავია, რომ სასახლის კონფერენციაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები. წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას დაემატა კიდევ ერთი სექცია_სპორტის სექცია, შესაბამისად სასახლის 68-ე კონფერენციაზე 29 სექციამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების, აღზრდა-განათლების, შრომისუნარიანობის გამოვლენას. დამოუკიდებელი საქმიანობის, თვითგამოხატვის და საკუთარი ნააზრევის წარმოჩენას. |








