ფესტივალი "სამაისო კავკასია"
25 მაისი 2014 წ.


სასახლის საჭადრაკო სკოლისა  და  კლუბ "ნტნ"-ის ვარსკვლავის გახსნა

 

 

 

25  მაისს  საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინიციატივით სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიხსნა ფესტივალი "სამაისო კავკასია", რომლის სპონსორებიც არიან: თბილისის მერია, ჭადრაკის ფედერაცია და ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია". ეს არის ორი მოძმე ერის, საქართველოსა და აზერბაიჯანის, საჭარდაკო დღესასწაული.

 

ფესტივალი რამოდენიმე ასპექტს მოიცავს:

ის უკავშირდება ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს საქართველოსა და აზერბაიჯანის ისტორიაში - ამ ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეებს, 26 და 28 მაისს.

 

ამავე დროს ფესტივალი არის ეროვნული სასახლის მდიდარი ისტორიის გახსენება, როცა  სასახლის "თეთრ დარბაზში" 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რითაც აღდგენილ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობა.

 

სასახლის  ამავე დარბაზში 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის ეროვნული კრების მიერ გამოცხადებულ იქნა აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

საჭადრაკო ფესტივალი "სამაისო კავკასია" ჩატადრება 25-28 მაისს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.


სასახლის საჭადრაკო სკოლისა  და  კლუბ "ნტნ"-ის ვარსკვლავი გაიხსნა

 

 

მსოფლიო საჭადრაკო სარბიელზე ქართული საჭადრაკო ფენომენის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე(წინ) გაიხსნა სასახლის საჭადრაკო სკოლისა და კლუბ "ნტნ"-ის ვარსკვლავი.

 

ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლას მდიდარი ტრადიციები გააჩნია. მის კედლებში აღიზარდა ბევრი გამოჩენილი სპორტსმენი და ვარსკვლავის გახსნა არის მისი ღვაწლის დაფასება.

 

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, თბილისის მერია, "სოკარ ენერჯი ჯორჯია," სპორტსმენები, აზერბაიჯანის საელჩო და სხვები.