ჟურნალისტიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის და არა მარტო მათთვის
04 ივნისი 2014 წ.

 

 

 

 

 

ჟურნალისტიკით დაინტერესებული 

 

მოსწავლეებისთვის და არა მარტო მათთვის

 

 

თუ გსურთ შეიძინოთ ჟურნალისტური უნარ-ჩვევები, გახდე კომუნიკაბელური, შეძლო დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, რესპოდენტთან ურთიერთობა და კითხვების სწორად დასმა, გამართულად მეტყველება და წერა, მაშინ მიიღე მონაწილეობა ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლაში.


საქართველოს მოსწავლე ახალგარზდობის ეროვნული სასახლის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის კაბინეტი VIII – XII კლასის მოსწავლეებისთვის აწყობს ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლას, რომელიც 1ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით წყნეთში გაიმართება.


10 დღის განმავლობაში:


  • თქვენ დაისვენებთ წყნეთის მასწავლებელთა დასვენების სახლში, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოშისამჯერადი კვებით.
  • ყოველ დღე საზაფხულო სკოლას ესტუმრებიან უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელები და წამყვანი ტელე-რადიო კომპანიების ჟურნალისტები, რომლებიც ჩაატარებენ ტრენინგ-სემინარებს ჟურნალისტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე (იხ. ტრენინგ პროგრამა)
  • თქვენ გექნებათ საშუალება ადგილზე პრაქტიკული დავალებებით გაიღრმავოთ მიღებული ცოდნა, მოამზადოთ სიუჟეტები და სტატიები, აიღოთ ინტერვიუ.
  • შეიძენთ ახალ მეგობრებს და ხალისიანად გაატარებთ ზაფხულის დღეებს.
  • გადმოგეცემათ სერთიფიკატები.


საზაფხულო სკოლაში გამორჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა სექტემბრიდან საქართველოს მოსწავლე ახალგარზდობის ეროვნული სასახლის ტელე-რადიოსტუდია „დროსთან“ ერთად სხვადასხვა თემებზე მოამზადოთ სიუჟეტები, რომლებიც ტელევიზიის ეთერით გავა.


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 17 ივნისი.


საკონტაქტო პირი - თინათინ გაბუნია  599 89 97 69;   

                               E-mail: tinatingabunia@yahoo.com          

                         

                               მადონა გვენეტაძე  558 22 46 48.