|
ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ
![]() 09 ივნისი 2014 წ.
![]() 8 ივნისს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა ღონისძიება "ჩვენი პარტნიორები რეგიონებში," რომელიც პროექტის - ,,ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ" ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია საქართველოს არაქართულ ენოვან რაიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის ქართული ენის მასტერ კლასების ჩატარება და არაქართულენოვანი რეგიონების ქართული ენის შესწავლასთან არსებული პრობლემები და დახმარების გაწევა სკოლისგარეშე სწავლების პროცესში.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო სასახლის ნოვაციებისა და მეთოდური მუშაობის ცენტრი.
რეგიონიდან ჩამოსული პედაგოგები და მოსწავლეები გაეცნენ სასახლეს, მისი მუშაობის სტილს, მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროცესი შესახებ.
ჩატარდა შემეცნებითი შეხვედრები ყველა კაბინეტებთან. სასახლის სარკეებიან დარბაზში საგარეჯოს რაიონის აზერბაიჯანული სოფლების ბავშვების ფერწერული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დღის ბოლოს გაიმართა მრგვალი მაგიდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს არაქართულენოვან რეგიონებში ქართული ენის შესწავლის სახელმწიფო პროგრამის პედაგოგებმა, საგარეჯოს რაიონის აზერბაიჯანული სოფლების ქართული ენის შემსწავლელი ცენტრის წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა და რესურს ცენტრის წარმომადგენლებმა.
პროექტის ფარგლებში მსგავსი სახის შეხვედრები სამომავლოთაც იგეგმება. |













