ლექცია საუბარი გარემოს დაცვის სააგენტოში
12 ოქტომბერი 2012 წ.

12 ოქტომბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეებს გარემოს დაცვის სააგენტოში საქართველოს დაცულ ტერიტორიების შესახებ ლექცია-საუბარი ჩაუტარდათ.

 

ეკოგანათლების სპეციალისტებმა ბავშვებს გარემოს დაცვის სააგენტოს, როგორც უწყების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ, აჩვენეს ფილმი, რომელშიც დაწვრილებით იყო ასახული საქართველოს ყველა დაცული ტერიტორიის მნიშვნელობა, მათი როლი და დღეს არსებული პრობლემები. ლექციის დასასრულს სასახლის მოსწავლეებს დაურიგდათ დისკები და საინფორმაციო ბუკლეტები.