ნორჩი ხელოვანები მშვიდობისათვის
06 ივნისი 2014 წ.


6  ივნისს, საქართველოს  მოსწავლე  ახალგაზრდობის  ეროვნულმა  სასახლემ  უმასპინძლა გამოფენა - კონცერტს  ,,ნორჩი ხელოვანები  მშვიდობისათვის''.

 

ღონისძიება გალის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომლის მხარდამჭერებიც იყვნენ აფხაზეთის ა/რ  განათლებისა და კულტურის სამინისტრო  და   საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  ოკუპირებული  გალის რაიონის  სახელოვნებო სკოლების, ხელოვნების სკოლა  ,, აფხაზეთი  #2'' -ისა  და  მოსწავლე ახალგაზრდობის  ეროვნული სასახლის  აღსაზრდელები.

 

პროექტის ფარგლებში, სასახლის  თეთრ დარბაზში გამოიფინა  ოკუპირებული გალის რაიონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა 50-ზე მეტი ნამუშევარი, ხოლო თეატრალურ დარბაზში  საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს გალის სამუსიკო სკოლების  ნორჩმა შემსრულებლებმა, გალელი ბავშვების მხარდასაჭერად კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული სასახლის ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ანსამბლმა ,,მზიური''-მ და ქალაქ თბილისის მერიის დაქვემდებარების  სახელოვნებო სკოლა ,,აფხაზეთი #2''-ის  მუსიკოს შემსრულებლებმა. კონცერტის დასასრულს  მონაწილეები დაჯილდოვდნენ  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის  სამინისტროს სიგელებითა და  წიგნებით.

 

7 ივნისს გალის სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები ეწვევიან  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სადაც დაათვალიერებინებენ  ერის კულტურულ საგანძურს, შემდეგ - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს საგურამოში, დაათვალიერებენ  მცხეთის ღირსშესანიშნაობებს.