|
გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი
![]() 09 ივნისი 2014 წ.
![]() 9 ივნისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომლის ორგანიზატორიც იყო სასახლის მუსიკალური სტუდია.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სასახლის აღსაზრდელებმა. შესრულებული იყო ბატონი ბიძინას ცნობილი სიმღერები და მელოდიები.
კონცერტზე მოწვეულნი იყვნენ ოჯახის წევრები და ცნობილი კომპოზიტორები: ვაჟა აზარაშვილი, კახა ცაბაძე, გომარ სიხარულიძე, მუსიკათმცოდნე რუსუდან ქუთათელაძე.
ბიძინა კვერნაძე არის საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი. მას 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ხოლო 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ბიძინა კვერნაძის შემოქმედება თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. მას შექმნილი აქვს ოპერები, ბალეტები, სიმფონიები, უვერტიურები, ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები, საფორტეპიანო მინიატურები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა კინოფილმებისა და დრამატული სპექტაკლებისათვის. |










