|
მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“ - 2014
12 ივნისი 2014 წ.
![]() 12 ივნისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის" - 2014 გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით წელს მეექვსედ ჩატარდა. მისი ორგანიზატორები საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური", თბილისის კლასიკური გიმნაზია და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე იყვნენ. კონკურსი, ორ ტურად ჩატარდა, მასში მონაწილეობდნენ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები. გამარჯვებულებს სიგელები, I, II, III ხარისხის დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სასახლის მათემატიკის წრის წევრებიდან განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია მე-5 კლასის მოსწავლე ალექსი ბერიშვილმა, რომელმაც I ხარისხის დიპლომი და ფასიანი საჩუქარი დაიმსახურა. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა: თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და ინფორმატიკის სკოლის ხელძღვანელმა, პროფესორმა ამირან ამბროლაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა კობა გელაშვილმა, შავი ზღვის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების ხელმძღვანელმა გიორგი მანდარიამ, სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელებმა, წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრებმა და სხვ.
|











