პრემიერა სასახლის თოჯინების თეატრში
13 ივნისი 2014 წ.


13 ივნისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თოჯინების თეატრში გაიმართა პრემიერა. წარმოდგენილი იქნა იტალიელი საბავშვო მწერლის ჯანი როდარის  პიესა "ნატვრის ბალახი".


სპექტაკლში სასახლის თეატრალური სახელოსნოს თორმეტამდე აღსაზრდელი იღებდა მონაწილეობას, ხოლო თოჯინური სპექტაკლის  რეჟისორია ნათია გუდაძე.


სპექტაკლმა პატარა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.