ფოლკლორის სტუდიის პრეზენტაცია
18 ივნისი 2014 წ.

 

 

18 ივნისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში  ჩატარდა ფოლკლორის სტუდიის პრეზენტაცია.


სტუდიის პრეზენტაცია განახორციელა სასახლის ფოლკლორის ცენტრმა, რომელსაც ხელმძღვანელობს გამოჩენილი ქართველი მომღერალი და ლოტბარი ბატონი თემურ  ქევხიშვილი.


პრეზენტაცია ჩატარდა კონცერტის სახით, რომელშიც მონაწილეობდნენ სასახლის ანსამბლები "დარიალი", "რტონი", "კესანე", "მირანგულა" და ხალხურ საკრავთა ანსამბლი.


პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ცნობილი კომპოზიტორები და მუსიკოსები.


ფოლკლორის სტუდია ახალ ბიძგს მისცემს ქართული ხალხური მუსიკის შესწავლა-პოპულარიზაციას.