|
საქველმოქმედო აქცია გორის რაიონის სოფელ ტყვიავში
![]() 20 ივნისი 2014 წ.
![]() 20 ივნისს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური სახელოსნოს მიერ, პირველად იყო წარმოდგენილი ორი სპექტაკლი: "ბატის ჭუკი" და "ჩიპოლინო". ღონისძიება ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო ეროვნული სასახლის თეატრალური სახელოსნოს აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებებს მიეცემა სისტემტური ხასიათი, რომლის მიზანია რეგიონში მცხოვრებ მოზარდთა ჩართვა, სასახლის აქტიურ ცხოვრებაში, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ერთმანეთთან დაახლოებას. სასახლე მზად არის მზგავსი სახის საქველმოქმედო აქციები და ბავშვებზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელოს.
|














