2014 წლის, 5 ივლისიდან 15 ივლისამდე წყნეთის პედაგოგთა დასასვენებელ სახლში ჟურნალისტიკით დაინტერესებულა 15 მოსწავლემ გაიარა ტრეინინგი ,,ჟურნალისტიკის ზოგადი კურსი."
ტრეინინგის ორგანიზატორი იყო საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის კაბინეტი.
10 დღის მანძილზე სხვადასხვა ტელე-რადიო კომპანიების პრაქტიკოსი ჟურნალისტები და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები ტრეინინგის მონაწილეებს მასტერ კლასებს უტარებდნენ.
მოწვეული იყვნენ პროფესორები: თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი - მარინა ვეკუა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ - დავით არჩვაძე, რუსთავი 2-ის ჟურნალისტები - ნოდარ მელაძე, გიორგი გვიშიანი, დავით ქაშიაშვილი, საზოგადოებრივი რადიო - ეკა ტალახაძე, ტელეკომპანია „იბერია"- თათია პაჭკორია, გამომცემლობა "დილა" - თამარ ნინიკაშვილი, რეჟისორი - მაია ბურდული, ონლაინ მედია - ლონდა ბერია, SISV საქართველოსა და EMT-ის ტრენერი თეა მხეიძე.
ტრეინინგი მოიცავდა პრაქტიკულ სასქმიანობას.მონაწილეებმა აიღეს ინტერვიუები, მოამზადეს სიუჟეტები, მოიძიეს და დაამუშავეს ინორმაციის წყაროები.
ტრეინინგის ბოლო დღეს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკული გამოყენების მიზნით მონაწილეებმა მოამზადეს გადაცემა მომღერალ ანრი ჯოხაძეზე.
სასწავლო გარემოს გარდა, შექმნილი იყო ყველანაირი პირობა სასიამოვნო დასვენებისათვის. საღამოობით მონაწილეები სხვადასხვა სახალისო და გასართობ აქტივობებს თავად გეგმავდნენ და ახორციელებდნენ.
ტრეინინგის ბოლოს სერთიფიკატები გადაეცათ მონაწილეებს კურსის წარმატებით გავლისთვის. მათ პედაგოგებს გაეგზავნათ მადლობის ფურცლები ტრენინგში მონაწილეების ხელშეწყობისა და ჩართვისათვის.
შთაბეჭდილებები:
10 დაუვიწყარი დღე. ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესი. ვგრძნობ, რომ გავიზარდე აზროვნების მხრივ. გავხდი უფრო თამამი, გახსნილი და ამბიციური.
მარიამ მიროტაძე.
ნებისმიერ ადამიანს ვისაც ეს პროფესია აინტერესებს ან თუნდაც უნდა რომ გახდეს უფრო კომუნიკაბელური, წყნეთის საზაფხულო სკოლა საუკეთესო ვარიანტია.
მარი ბეგლარიშვილი.
უკვე მეორე წელია წყნეთის საზაფხულო სკოლაში დავდივარ და რეალობა ყოველთვის აჭარბებს მოლოდინებს.
მარი ტატუაშვილი.
დაუვიწყარია ჩემთვის ეს 10 დღე. ტრეინინგები და ის მეგობრები, რომლებიც შევიძინე.
მარი ლომიძე.