|
ძვირფასო მშობლებო!
![]() 16 სექტემბერი 2014 წ.
![]() ძვირფასო მშობლებო! საყვარელო ბავშვებო! მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უკვე სამოცდამეცამეტე წელია ფართოდ უღებს კარს ჩვენს საყვარელ ბავშვებს... სასახლე მზადაა თქვენი ყველა მისწრაფება, სურვილი, ინტერესი გაითვალისწინოს და დააკმაყოფილოს.
სასახლის პედაგოგები, დირექცია თუ რიგითი თანამშრომლები არ დაიშურებენ ცოდნას, ენერგიას, გამოცდილებას, რათა თქვენს შვილებს, ჩვენს საყვარელ ბავშვებს, სასურველი გარემო შეუქმნან. გადასცენ ცოდნა და განათლება, აჩუქონ ის სითბო და სიყვარული, რაც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.
მობრძანდით, თქვენ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გელით! |








