|
კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი კვირეული
![]() 24 ოქტომბერი 2012 წ.
![]() 24 ოქტომბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტმა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები საქართველო - სთან ერთად კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კვირეულში ღონისძიება ჩაატარა.
ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტის აღსაზრდელებმა დამთვარიელებლებს ბუნებრივი მასალისაგან მომზადებული სხვადასხვა სახის კომპოზიციები, ნახატები, ინსტალაციები, ფოტო მასალა, სურათები და ვიდეო რგოლები გამოფენის სახით წარუდგინა. ბავშვებმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული თემებიც მოამზადეს, რომლებიც 25 ოქტომბერს დაგეგმილ კონფერენციაზე წარადგინეს. |








