შეხვედრა სასახლის ამერიკულ კუთხეში
17 სექტემბერი 2014 წ.


17 სექტემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში ავიაკვირეულის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ცნობილ ავიატორის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოების (ISAKK) წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა დოკუმენტური ფილმი ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ 2014 მარტში დაფუძნდა ცნობილი ავიატორის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოების პრეზენტაცია. შეიქმნა საზოგადოებასთან არსებული ექსპერტთა და მკვლევართა საბჭო, რომელიც მუშაობს ავიაციის, ემიგრაციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

 

საზოგადოება დააწესებს და გასცემს ალექსანდრე ქართველის, ასევე სხვა ცნობილი ადამიანების სახელობის სტიპენდიებს, პრემიებს, ჯილდოებს და მოაწყობს კონკურსებს.

 

მიმდინარე წლის 20 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით პირველად საქართველოში დაიგეგმა ავიაკვირეული, რომელიც მოიცავს 9-დან 19 სექტემბრამდე პერიოდს.

 

ღონისძიებას, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხე მასპინძლობდა  სასახლის დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან ფეიქრიშვილმა გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოება (ISAKK) დამფუძნებელი, საზოგადოების პრეზიდენტი და გამგეობის წევრი ლელა ქართველიშვილი და სხვა საპატიო სტუმრები.