|
ექსპერიმენტული ფილმი - ,,გვირილობა“
24 სექტემბერი 2014 წ.
![]()
1911 წელს ვორონცოვის სასახლეში რომანოვების ოჯახის მიერ გამოყოფილი პირადი თანხით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ,,გვირილობა", რომელიც მიმართული იყო ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად. 1911-1918 წლამდე ახლანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ყოველწლიურად ტარდებოდა საქველმოქმედო აქცია. თბილისელებისათვის ქველმოქმედებაში ჩართვა დიდი პატივი იყო. ოჯახის თავი, თავისი მონაგარით მიდიოდა რუსი მეფისნაცვლის სასახლეში, რათა მონაწილეობა მიეღო საქველმოქმედო აქციაში და მკერდი გვირილებით დაემშვენებინა. რადგანაც სასახლის კედლებში ტარდებოდა ასეთი ლამაზი და სასარგებლო აქცია რეჟისორმა და პედაგოგმა, სასახლის ანიმაციური წრის ხელმძღვანელმა მაია ბურდულმა გადაწყვიტა სასახლის თანამშრომლებისა და მოსწავლეების დახმარებით გადაეღო ექსპერიმენტული ფილმი - ,,გვირილობა". გადამღებმა ჯგუფმა პროექტი წარადგინა უკრაინის ქალაქ მარიოპოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფესტივალის ლაურეატები გახდნენ.
ფესტივალის ორგანიზატორები აღფრთოვანებაში მოიყვანა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში კერძოდ ქ. ქუთაისში კვლავ ტარდება საქველმოქმედო აქცია- ,,გვირილობა".
მოსწავლე ახლგაზრდობის ეროვნული სასახლის სახელით ვულოცავთ მაია ბურდულსა და გადამღებ ჯგუფს ამ გამარჯვებას. |










