შეხვედრა მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორებთან
26 სექტემბერი 2014 წ.

 

 

25 სექტემბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში კომპიუტერულმა სტუდიამ გამართა მათემატიკური წიგნებისა და ვებ გვერდის პრეზენტაცია.

 

შეხვედრაზე მოწვეულმა მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორებმა
ვრცლად ისაუბრეს აბიტურიენტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებული სტანდარტულ შეცდომებსა და სახელმძღვანელოებში აღმოჩენილ უზუსტობების შესახებ.

 

შეხვედრის დასასრულს პრაქტიკოს მასწავლებლებსა და წიგნის ავტორებს შორის შედგა თანამშრომლობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს, როგორც მასწავლებლის საქმიანობას, ასევე სახელმძღვანელოების შემდგომ გადამუშავებას პედაგოგების აზრის გათვალისწინებით.