„ჩვენ მეგობრობით ვართ ძლიერნი“
07 ოქტომბერი 2014 წ.


6 ოქტომბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ოცდაექვსსაუკუნოვანი ებრაულ-ქართული მეგობრული ურთიერთობების საიუბილეო წლის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება „ჩვენ მეგობრობით ვართ ძლიერნი." ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „მეგობრობა."


ღონისძიება მოამზადა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმმა", მონაწილეობდნენ: ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე, რომელმაც ლიტერატურული და დოკუმენტური მასალების გამოყენებით მოგვითხრო ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ; ჯამლეტ ხუხაშვილი - ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილის სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე; მისტერ შავიტი - ცნობილი ებრაელი დიზაინერი და სამხატვრო სკოლის დამაარსებელი; ქ-ნი მაია კვეზერელი-კოპაძე-"საქართველოს ქალები მშვიდობასა და სიცოცხლისათვის" საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი.


საღამო დაასრულა ანსამბლ "მზიურის" კონცერტმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2014 წელი გამოცხადდა ქართულ-ებრაული ურთიერთობისა და ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად, რომლის დასკვნითი საიუბილეო ზეიმი 20 -25 ოქტომბერს გაიმართება თბილისში.


ზემოთაღნიშნული ღონისძიება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნის ფარგლებში ჩატარდა.