სასახლემ ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა
15 ოქტომბერი 2014 წ.


12 ოქტომბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია  „პიონერფილმში" დასრულდა   ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა ორდღიანი სტუმრობა  „პიონერფილმში".

სტუმრები შეხვდნენ კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს, დაესწრნენ „რუსთავი 2"-ის გადაცემას „ბრავო", დაათვალიერეს კინოს, მუსიკის, თეატრისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი. შეხვდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს, საღამოს სტუმრები დაესწრნენ რუსთაველის თეატრის სპექტაკლს „თორმეტი განრისხებული მამაკაცი".

სასახლის  სარკეებიან დარბაზში გაიმართა კონცერტი სტუმართა მონაწილეობით. ნაჩვენები იქნა „პიონერფილმელთა" მიერ გადაღებული ერთობლივი ახალი ფილმები.