|
ვორკშოფი „ინოვაციური საბავშვო ბიბლიოთეკის დაგეგმარება“
17 ოქტომბერი 2014 წ.
![]() 14-16 ოქტომბერს საქარტველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა ვორკშოფი თემაზე „ინოვაციური საბავშვო ბიბლიოთეკის დაგეგმარება". ვორკშოფი გაიმართა პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის ინსტიტუტის და შვედეთის მწერალთა კავშირის ხელშეწყობით. მისი მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბიბლიოთეკის ბაზაზე ახალი, ინოვაციური საბავშვო ბიბლიოთეკის შექმნა. ვორკშოფი შვედმა არქიტექტორებმა კატარინა გრუნდვილმა და იოჰანა ვესთერვარდმა და უპსალას ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, მარია ფრედრიკსონმა და კლარა ბრუნომ ჩაატარეს. მთავარ საკითხებად განიხილეს ბიბლიოთეკის სივრცის დაგეგმარება, აქტივობების დაგეგმვა, ბიბლიოთეკის იდენტობა და მომავალი სამუშაო გეგმის შედგენა. ვორკშოპფი სამი დღის მანძილზე გრძელდებოდა, მოიცავდა დისკუსიებს და სავარჯიშოებს. მონაწილეობდნენ სასახლის ხელმძღვანელობა, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ქართველი არქიტექტორები, ელენე სხვიტარიძე და თორნიკე ჭელიძე.
|











